სწრაფი ნავიგაცია

გადასახადების გადახდა ახლა კიდევ უფრო გამარტივდა. ავტომატური გადახდების რეჟიმი შესაძლებლობას გაძლევთ დაფაროთ თქვენი ან თქვენ მიერ მითითებული აბონენტის კომუნალური, საკომუნიკაციო თუ სხვა ტიპის გადასახადი.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად სამი ანგარიში, საიდანაც განხორციელდება დავალიანების დაფარვა.

მიანიჭეთ უპირატესობა გადასახდელებს და დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გადასახდელის ერთდროულად დაფარვის დროს თქვენს ანგარიშზე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, პირველად დაიფარება ის გადასახდელი, რომელსაც თქვენ უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევთ.

დავალებების რაოდენობა შეუზღუდავია. ავტომატური გადახდებით სარგებლობა, გაუქმება და ასევე სერვისში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.