სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი მრავალ მსხვილ და ადგილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათ სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის მიხედვით კომპლექსურ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. თითოეულ ეკონომიკურ სექტორს ემსახურება მაღალკვალიფიციურ კორპორატიულ ბანკირთა ჯგუფი. ამ სტრუქტურის დახმარებით ჩვენ უზრუნველვყოფთ კორპორატიული კლიენტურის მაღალხარისხიან და სწრაფ მომსახურებას, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო პრაქტიკაა.

საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადასაწყვეტად ერთვება ბანკის უმაღლესი მენეჯმენტი, რაც, თავის მხრივ, პროცესის დაჩქარებისა და საქმის ოპერატიულად მოგვარების გარანტიაა.

საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების სექტორი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • მშენებლობა და უძრავი ქონება;
  • ტრანსპორტი და ლოგისტიკა;
  • საცალო ვაჭრობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • ენერგეტიკა;
  • ტექნოლოგია, მედია და ტელეკომუნიკაციები;
  • მედიცინა და ფარმაცევტიკა;
  • სახელმწიფო ინსტიტუტები და მრეწველობა;
  • ფინანსური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები;
  • სწრაფი მოხმარების საქონელი;
  • ტურიზმი.