სწრაფი ნავიგაცია

04 დეკემბერი
2013
საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი Business Online-ი საუკეთესო ბიზნეს გადაწყვეტილებად ცნეს!

სრულიად ახალმა ინტერნეტბანკმა ბიზნესისთვის, Business Online ორ ნომინაციაში გაიმარჯვა Georgian Information & Communication Technologies 2013 (GITI 2013) დაჯილოდვების ცერემონიაზე . Business Online საუკეთესოდ აღიარეს შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო სრულყოფილი ბიზნეს გადაწყვეტილება“ და „საუკეთესო IT ბიზნეს გადაწყვეტილება კორპორაციებისათვის“. კონკურსში GITI 2013 პროგრამული პროდუქტები წარდგენილი ქონდათ როგორც ქართულს, ასევე უცხოურ კომპანიებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს. ყოველწლიური დაჯილდოება GITI  საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და  მთელს კავკასიის რეგიონს მოიცავს.