სწრაფი ნავიგაცია

18 თებერვალი
2014
საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ბანკმა განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პირველი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომელსაც „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ განახორციელებს. კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებისა და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც  შშმ  ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ გამოყოფს 250,000 ლარის მოცულობის დაფინანსებას. თოთოეული გრანტის მოცულობა განისაზღვრება  25,000 ლარამდე. კონკურსზე წარდგენლი პროექტები  მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე, ან ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე და კონკრეტული შედეგის მომტანი უნდა იყოს. საკონკურსო განაცხადების მიიღება მოხდება 18–დან 28 თებერვლის  17:00 სთ-მდე, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2014 წლის 10 მარტს გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: www.foundation.ge