სწრაფი ნავიგაცია

მულტისავალუტო კორპორატიული ანგარიშების (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშები და კორპორატიული პლასტიკური ბარათები) გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებისა და შესაბამისი განაცხადის ფორმების ჩამონათვალი: 
 

კერძო სამართლის რეზიდენტი კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირებისთვის:
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;*
  • წესდება;
  • მხოლოდ 2010 წლამდე რეგისტრირებულთათვის - დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

 

კერძო სამართლის არარეზიდენტი კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირებისთვის:
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა დოკუმენტი, რომელიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს არარეზიდენტი პირის იურიდიულ სტატუსს;
  • წესდება.

 

რეზიდენტი კერძო სამართლის კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი**
 

  • სათავო საწარმოს/დაწესებულების განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • სათავო საწარმოს/დაწესებულების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
  • ფილიალის ხელმძღვანელის ხელმოწერის ნიმუში (ხელმძღვანელის ვინაობა მითითებული უნდა იყოს  სათავო საწარმოს/დაწესებულების განცხადებაში);
  • ფილიალის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • წესდება;
  • სათავო საწარმოს/დაწესებულების 2010 წლამდე რეგისტრაციის შემთხვევაში – დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.             

                        

არარეზიდენტი კერძო სამართლის კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის*** ხელმოწერის ნიმუში;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
  • წესდება;
  • მხოლოდ 2010 წლამდე რეგისტრირებულთათვის – დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც არ ფინანსდება ბიუჯეტიდან (არასახაზინო)
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  • წესდება;
  • დოკუმენტი, რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულება
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში (სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებისათვის ხელმოწერის უფლება ენიჭება პირს, რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს თანხის განკარგვის უფლება;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  • შესაბამისი სახაზინო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (საკრებულოს) ნებართვა თანხის განკარგვის შესახებ;
  • წესდება.

თუ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება ხსნის საბანკო ანგარიშს ხელფასების, მივლინებისა და სხვა ანგარიშსწორებისათვის (ფინანსთა მინისტრის 1266 ბრძანება, 26.12.2005 წ.), ასეთ შემთხვევაში ხაზინის ნებართვა საჭირო არ არის.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • პარტიის სარეგისტრაციო მოწმობა (ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან პარტიის რეგისტრაციის შესახებ);
  • კლიენტის წარმომადგენლის (პარტიის უფლებამოსილი პირის) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • კლიენტის წარმომადგენლის (პარტიის უფლებამოსილი პირის) ხელმოწერის ნიმუში;
  • საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  • წესდება.

 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის (ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • საპატრიარქოს ან შესაბამისი ეპარქიის ნებართვა ანგარიშის გახსნაზე, რომელშიც მითითებულია კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა;
  • წესდება.

აუცილებელია რეგისტრაციის მოდულში საპატრიარქოს საიდენტიფიკაციო კოდის მითითება – 204395537

 

იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნები****, როგორებიცაა:
 

  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა;
  • ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა);
  • არარეგისტრირებული კავშირი;
  • საარჩევნო ბლოკი;
  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
  • დამოუკიდებელი კანდიდატები.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • ამხანაგობის წესდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შემთხვევაში;
  • დოკუმენტი (კრების ოქმი), რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა;
  • საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  • წესდება.

 

არარეგისტრირებული კავშირი
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • დოკუმენტი (კრების ოქმი), რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა;
  • საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  • წესდება.

 

საარჩევნო ბლოკი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის (საარჩევნო სუბიექტის) რეგისტრაციის მოწმობა;
  • კლიენტის (საარჩევნო სუბიექტის) წესდება (გარდა დამოუკიდებელი კანდიდატისა);
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • დოკუმენტი (კრების ოქმი), რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა (თუ ვინაობა არ დგინდება წესდებით);
  • საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  • წესდება.
     

დიპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ფილიალები და წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
 

ბანკში ანგარიშის გასახსნელად წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა (დაფუძნდა) ან განახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოში;
  • საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • დოკუმენტი, რომლითაც დგინდება კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა (თუ აღნიშნული არ დადგინდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე);
  • წესდება.

 

ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი
 

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მხოლოდ 2010 წლამდე რეგისტრირებულთათვის – დამატებით საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.


თუ კლიენტს უკვე აქვს გახნილი ბანკში ერთი ანგარიში, ახალი ანგარიშის გახსნისას ვალდებულია ბანკში წარადგინოს:
 

  • განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

*სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი იბეჭდება საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან; ოპერატორი ხელმძღვანელობს აღნიშნულ ვებგვერდზე ყველაზე ახალი თარიღის ამონაწერით.
**რეზიდენტი კერძო სამართლის კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი რეგისტრირდება ცალკე უნიკალურ კოდზე და საბანკო პროგრამის სარეგისტრაციო ფორმის გადამხდელის კოდში აუცილებელი წესით მიეთითება სათავო საწარმოს/დაწესებულების საგადასახადო/საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება ფორმირდება შემდეგი პრინციპით: სათავო საწარმოს/დაწესებულების სრული დასახელება და შემდეგ ფილიალის დასახელება და/ან ნომერი.
***კლიენტის წარმომადგენელი – ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი. 
****ყველა იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნს, გარდა დამოუკიდებელი კანდიდატისა, პროგრამულად ვარეგისტრირებთ როგორც იურიდიულ პირს. დამოუკიდებელ კანდიდატს ვარეგისტრირებთ, როგორც ფიზიკურ პირს.
*****სამეწარმეო ამხანაგობას ანგარიში შეიძლება გაეხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რეგისტრირებულია 2010 წლის 31 დეკემბრამდე. ამ თარიღის შემდეგ ამ ტიპის სუბიექტისთვის ანგარიშის გახსნა დაუშვებელია.
******წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც არარეზიდენტის ქვეყანაშია გაცემული, უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, ასევე ნათარგმნი და დამოწმებული სანოტარო წესით.