სწრაფი ნავიგაცია

 

„საქართველოს ბანკი“ გთავაზობთ შემდეგ სახაზინო ოპერაციებს:

 

ვალუტის გაცვლითი ოპერაციები
 

  • ჩვენ გთავაზობთ 30-ზე მეტი უცხოური ვალუტის გაცვლით ოპერაციებს კონკურენტული კომერციული კურსებით საკომისიოს დამატების გარეშე.
     

ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა
 

  • თქვენი მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენას, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვას, შენახვასა და დაგირავების ოპერაციებს.
     

სხვა პროდუქტები
 

  • სავალუტო კურსების ჰეჯირება სავალუტო ფორვარდებისა* და სავალუტო ოფციონების** მეშვეობით;
  • სავალუტო სვოპების*** მეშვეობით სხვადასხვა ვალუტის რესურსების გაცვლა შეთანხმებული ვადით.

 


*ვალუტის გაცვლითი ოპერაცია  წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსით, წინასწარ შეთანხმებული მომავლის ვალუტირების თარიღით ან ვადაში (Option Dated Forward), ვალუტირების თარიღზე ანგარიშსწორებით ან ანგარიშსწორების გარეშე (Non-Deliverable Forward).
**ერთი ვალუტის სხვა ვალუტის სანაცვლოდ ყიდვის ან გაყიდვის უფლება, რომელიც აძლევს კლიენტს ვალუტის ყიდვის/გაყიდვის უფლებას და არა ვალდებულებას. ამავდროულად  ბანკი იღებს ვალდებულებას კლიენტის მიერ გარიგებით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა ვალუტის ყიდვაზე/გაყიდვაზე წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსით  წინასწარ შეთანხმებულ დღეს (ევროპული ოფციონი) ან ვადაში (ამერიკული ოფციონი).
***ორი ურთიერთსაპირისპირო ვალუტის გაცვლითი ოპერაცია  ერთი და იმავე თანხებით, წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსებითა და განსხვავებული ვალუტირების თარიღებით.