სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკის შვილობილი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ - ერთ-ერთი ლიდერი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – გთავაზობთ თქვენს ბიზნესზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს. საჭიროების შემთხვევაში კომპანია მზად არის აწარმოოს გადაზღვევა ისეთ უცხოურ სადაზღვევო კომპანიებთან, როგორებიცაა: AIG, Hannover Re, Munich Re, SCOR და სხვ.

„ალდაგი ბისიაი“ გთავაზობთ:
 

ქონებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას:
 

  • უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა;  
  • საწარმო საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალის დაზღვევა;
  • მარაგების დაზღვევა;
  • მანქანა-დანადგარების დაზღვევა;
  • ტვირთების დაზღვევა.

 

მესამე პირების წინაშე რისკების დაზღვევას: 
 

  • დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • გადამზიდველთა პასუხისმგებლობის დაზღვევა.

 

პერსონალური (ინდივიდუალური) რისკების დაზღვევას:
 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სიცოცხლის დაზღვევა;
  • კრიტიკული დაავადებების დაზღვევა;
  • უბედური შემთხვევის დაზღვევა.

 

სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას:
 

  • ავტოტრანსპორტის დაზღვევა; 
  • მესამე პირის (პირთა) წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • მძღოლისა და მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა;
  • საწყლოსნო საშუალებებისა და საავიაციო რისკების დაზღვევა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.aldagi.ge