სწრაფი ნავიგაცია

„ბი ჯი კაპიტალი“ (ყოფილი „გალთ & თაგგარტ სექუირთი“) დაარსდა 2000 წელს და წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ შვილობილ საინვესტიციო ბანკს. მისი საქმიანობის სფერო საქართველოს გარდა ვრცელდება უკრაინის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის განვითარებად ბაზრებზე.

„ბი ჯი კაპიტალი“ ერთადერთი საინვესტიციო ბანკია რეგიონში, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებას IFRS სტანდარტების მიხედვით აწარმოებს, ამასთან შესაძლებლობა აქვს ივაჭროს მსოფლიოს 180 სხვადასხვა ბირჟაზე და კლიენტებს საინვესტიციო და კორპორატიული საბანკო მომსახურებების სრული ასორტიმენტი შესთავაზოს.

 

"ბი ჯი კაპიტალი" გთავაზობთ:

 

  • ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით;
  • პირველად საჯარო შეთავაზებებსა (IPO) და კერძო განთავსებას;
  • შერწყმასა და შესყიდვას;
  • კვლევას;
  • ვაჭრობისა და პროექტების დაფინანსებას.

 

გარდა ამისა, „ბი ჯი კაპიტალი“ არის ერთადერთი საინვესტიციო ბანკი განვითარებად ბაზარზე, რომელიც აქვეყნებს ფინანსურ შედეგებს IFRS სტანდარტით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.bgcap.ge