სწრაფი ნავიგაცია

სახელფასო პროგრამა ამარტივებს თქვენს ორგანიზაციაში ხელფასის გაცემის პროცესს. ასევე ორგანიზაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეღავათებით ბანკის პროდუქტებსა და მომსახურებაზე.


უპირატესობები ორგანიზაციისთვის:
 

  • მცირდება სალაროს ოპერაციები: სახელფასო პროგრამით ხელფასებით ჩარიცხვა დაზოგავს ძვირფას დროს, რომელსაც ჩვეულებრივ პირობებში ხელფასების გაცემისას დაკარგავდით;
  • ხელფასის უსაფრთხო და სწრაფი დარიგება მარტივი გადარიცხვით. თქვენ შეგიძლიათ თავად გადარიცხოთ ხელფასები ინტერნეტბანკის მეშვეობით ორგანიზაციის თანამშრომლების საბარათე ანგარიშებზე ან ყოველთვიურად წარმოადგინოთ რეესტრი;
  • მივლინებაში მყოფი თანამშრომლისთვის ხელფასის გაცემის მარტივი საშუალება – ნებისმიერ დროს მარტივი გადარიცხვით შეძლებთ მივლინებაში მყოფი თანამშრომლისთვის ხელფასის ან მივლინების თანხის ჩარიცხვას;
  • სახელფასო განაკვეთების კონფიდენციალურობა – ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენი თანამშრომლების მოთხოვნებს – სრულად დაცულია სახელფასო განაკვეთთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

 

უპირატესობები თანამშრომლებისთვის:
 

  • ბანკომატებისა და სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში – ხელფასის გამოტანის შესაძლებლობა „საქართველოს ბანკის“ 431 ბანკომატიდან 24 საათის განმავლობაში და მომსახურების მიღება 156 სერვისცენტრში;

  • თანხის დაცულობა – ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი დაბლოკვის მოქნილი და მრავალფეროვანი საშუალებები – ინტერნეტბანკი, ტელეფონბანკი, SMS ბანკი, სერვისცენტრი;

  • პლასტიკური ბარათით სარგებლობა საქართველოსა და უცხოეთის მილიონობით ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში, მივლინების ან უბრალოდ მოგზაურობის შემთხვევაში;

  • გამარტივებული და შეღავათიანი პირობები სამომხმარებლო, იპოთეკურ და ავტოსესხებზე;

  • საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა;

  • დანაზოგის შენახვისა და მასზე მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობა „საქართველოს ბანკის“ ვადიან, შეგროვებად, საბავშვო, მოთხოვნამდე და მაქსიმა ანაბრებზე;

  • დისტანციური საბანკო პროდუქტების სრული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა – ინტერნეტბანკი, მობილბანკი, ტელეფონბანკი, SMS ბანკი,  ავტომატური გადახდები, მუდმივი საგადასახადო დავალება.