სწრაფი ნავიგაცია

24-საათიანი უსაზღვრო წვდომა

 

საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ სრულიად ახალ ინტერნეტბანკს – Express Online-ს.

მიიღეთ სასურველი ინფორმაცია და შეასრულეთ სხვადასხვა საბანკო ოპერაცია

  • მხოლოდ 1 გვერდის მეშვეობით;
  • მოსახერხებელი განლაგებით;
  • 2-ჯერ უფრო სწრაფად;
  • უფრო დაცულად (128-ბიტიანი SSL დაცვის სერტიფიკატი).

 

Express Online-ით:

მიიღებთ ინფორმაციას თქვენს ანგარიშებზე, ანაბრებზე, სესხებზე, საკრედიტო ბარათებსა და დაგროვების პროგრამებზე;

  • გადაიხდით კომუნალურ და სხვა გადასახადებს;
  • შეავსებთ მობილურის ბალანსს;
  • გადარიცხავთ თანხებს საკუთარ ანგარიშებს შორის, საქართველოს ბანკში, საქართველოსა და საზღვარგარეთ;
  • შეავსებთ საკრედიტო ბარათს ან დაფარავთ მინიმალურ გადასახდელს;
  • ნახავთ თქვენი ანგარიშების ამონაწერს;
  • გადაცვლით დაგროვების პროგრამებით დაგროვებულ ქულებს სასურველ საჩუქარზე ან მომსახურებაზე;
  • გაგზავნით გზავნილ „ელვას” და სხვ.

ახალ ინტერნეტბანკში შესვლამდე www.eonline.ge-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტბანკის მოხმარების ინსტრუქციას, რომლის საშუალებითაც დეტალურ განმარტებებს მიიღებთ.

Express Online-ის (ახალი ინტერნეტბანკის) პარალელურად კვლავ ფუნქციონირებს არსებული ინტერნეტბანკი, სადაც www.ibank.ge-დან მოხვდებით. ორივე ინტერნეტბანკში (ასევე მობილბანკში) შესასვლელად კი ერთი და იგივე პაროლი და მომხმარებლის სახელი დაგჭირდებათ.

 

მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება/აღდგენა შესაძლებელია როგორც საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ასევე ბანკომატით.