Ibank ტერმინალები საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში განთავსებული ინოვაციური აპარატებია. მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია.
გადარიცხვა ანგარიშიდან
Express სერვისცენტრში განთავსებული iBank ტერმინალის დახმარებით თქვენ მარტივად გადარიცხავთ პერსონალური ან ბიზნეს ანგარიშიდან ნებისმიერი რაოდენობის თანხას. ოპერაციის განსახორციელებლად ტერმინალში შეიყვანეთ თქვენი iBank-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი და მიჰყევით ინსტრუქციას.
ანაბრის გახსნა
ანაბრის გახსნა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, სულ რამოდენიმე კლიკი საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში დამონტაჟებულ iBank ტერმინალზე და თქვენ დაიწყებთ თქვენი მომავალი ფინანსური გეგმების განხორციელებას საქართველოს ბანკთან ერთად.
პლასტიკური ბარათის შეკვეთა
iBank ტერმინალიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ, სადებეტო ან საკრედიტო ბარათის შესახებ და იქვე შეუკვეთოთ სასურველი პლასტიკური ბარათი.
ინფორმაცია ანგარიშების შესახებ
iBank ტერმინალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენი საბანკო ანგარიშების სრული კონტროლი. მობრძანდით საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე განხორციელებული აქტივობების შესახებ.
კომუნალური და სხვა გადახდები
iBank ტერმინალის დახმარებით თქვენ შეძლებთ გადაიხადოთ 80-მდე სხვადასხვა პროვაიდერის მომსახურების საფასური, მარტივად, რამოდენიმე კლიკით Express სერვისცენტრიდან გაუსვლელად.