სწრაფი ნავიგაცია

09 დეკემბერი
2016
SECRET SANTA

საქართველოს ბანკი და საქართველოს ფოსტა წარმოგიდგენთ საქვეყნო SECRET SANTA-ს!

SECRET SANTA საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას ეფუძნება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს SECRET SANTA - საქართველოს ფოსტის საშუალებით, სრულიად უფასოდ, უცნობ ადამიანს გაუგზავნოს და თავადაც მიიღოს საახალწლო საჩუქარი.

მთელი გულით გაცემულ პატარა საჩუქარსაც კი დიდი ძალა აქვს! აჩუქე შენთვის უცნობ ადამიანს და მიიღე საჩუქარი შენც.

თამაშის ინსტრუქცია:

  • · დარეგისტრირდი ვებგვერდზე: www.secretsanta.ge და ჩაერთე თამაშში;
  • · გახდი SECRET SANTA;
  • · გაეცანი შენი ადრესატის მონაცემებს;
  • · შეურჩიე საჩუქარი;
  • · მიიტანე შერჩეული საჩუქარი საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრში, ქვეყნის მასშტაბით;
  • · დაელოდე შენი SECRET SANTA-ს საჩუქარს.  

ხუთი საუკეთესო  SECRET SANTA  რომელიც ყველაზე: პრაქტიკულ, მხიარულ, კრეატიულ, თბილ და ლამაზ საჩუქარს გააგზავნის, განსაკუთრებული პრიზებით დაჯიდლოვდება!


გახდი ამ ყველაფრის მონაწილე, აჩუქე შენთვის უცნობ ადამიანს საახალწლო განწყობა,
ითამაშე SECRET SANTA!

ერთად მოვიყვანოთ საქართველოში ყველაზე თბილი ახალი წელი!

ბანკში პირველად