სწრაფი ნავიგაცია

20 აპრილი
2012
საქართველოს ბანკსა და ვისოლის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკმა, და ვისოლის ჯგუფმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ბანკი აფართოვებს ექსპრესის სერვისცენტრების ქსელს და ვისოლის ჯგუფის შვილობილ, „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში განათავსებს ექსპრესის ერთ ფილიალს. ორი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელი მიიღებს სწრაფ და მოსახერხებელ მომსახურებას, მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილას. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ერთდროულად შეიძინოს  პროდუქცია  „სმარტის“ სუპერმარკეტში  და ისარგებლოს ექსპრესის მოსმხურებით, სადაც საბანკო ოპერაციებს განახორციელებს.