სწრაფი ნავიგაცია

"საქართველოს ბანკში" შეგიძლიათ აწარმოოთ შემდეგი ტიპის ვალუტის გაცვლითი ოპერაციები:

ნაღდი ვალუტის გაცვლა ვალუტის გადამცვლელი სალაროების მეშვეობით;

კლიენტის დავალებით უნაღდო ვალუტის გაცვლა საბირჟო (თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მიერ დადგენილი) კურსით (მხოლოდ აშშ დოლარი/ლართან);

კლიენტის დავალებით უნაღდო ვალუტის გაცვლა ბანკის (კომერციული) კურსით.

სადღეისოდ "საქართველოს ბანკში" ვალუტის გაცვლითი ოპერაციების ჩატარება ათ სხვადასხვა ვალუტაზეა შესაძლებელი:

აშშ დოლარი (USD) ევრო (EUR) გირვანქა სტერლინგი (GBP) შვეიცარული ფრანკი (CHF) რუსული რუბლი (RUR) თურქული ლირა (TRY) უკრაინული გრივნა (UAH) კანადური დოლარი (CAD) აზერბაიჯანული მანათი (AZN) სომხური დრამი (AMD).

"საქართველოს ბანკის" ქვემოთ ჩამოთვლილ სერვის ცენტრებში ვალუტის გაცვლითი უნაღდო და ნაღდი ოპერაციების წარმოება დამატებით ოც სხვადასხვა ვალუტაზე არის შესაძლებელი:

ყაზახური ტენგე (KZT) შვედური კრონი (SEK) ნორვეგიული კრონი (NOK) დანიური კრონი (DKK) ავსტრალიური დოლარი (AUD) იაპონური იენი (JPY) არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი (AED) ისრაელის შეკელი (ILS) ჩეხური კრონა (CZK) პოლონური ზლოტი (PLN) ბულგარული ლევი (BGN) ჩინური იუანი (CNY) ლატვიური ლატი (LVL) ლიტვური ლიტი (LTL) ესტონური კრონი (EEK) მოლდავური ლეი (MDL) ახალზელანდიური დოლარი (NZD) ინდური რუპია (INR) ბელორუსული რუბლი (BYR) ქუვეითური დინარი (KWD).

სერვის ცენტრები: თბილისში- პუშკინის ქ. 3 თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი"; ქუთაისში- წმინდა ნინოს ქ. 17; ბათუმში- ერას ქ. 35 სასტუმრო "ინტურისტი პალასი"; ფოთში- დავით აღმაშენებლის ქ. 30.

სხვა ვალუტებზე გაცვლითი ოპერაციების წარმოება ვალუტის გვარობიდან და ოპერაციის მოცულობიდან გამომდინარე შესაძლებელია უნაღდო სახით ბანკთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.