სწრაფი ნავიგაცია

"ბისტრაია პოჩტას" ფულადი გზავნილის სისტემის საშუალებით შესაძლებელია საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, ფიზიკური პირებისათვის, ფულის გაგზავნა და მიღება მსოფლიოს 12 ქვეყანაში:

  • საქართველო
  • რუსეთი
  • სომხეთი
  • აზერბაიჯანი
  • ყირგიზეთი
  • უზბეკეთი
  • ტაჯიკეთი
  • ყაზახეთი
  • მოლდოვეთი
  • ბელორუსია
  • უკრაინა
  • ლატვია

"ბისტრაია პოჩტას" ფულადი გზავნილის მომხმარებლის ვინაობა:

  • ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკურ პირი, მიუხედავად მოქალაქეობისა და რეზიდენტობის ქვეყნისა;
  • გზავნილის განაღდება შეუძლია მხოლოდ გზავნილის განაცხადში დაფიქსირებულ მიმღებ პირს, გამგზავნ პირს ან მიმღების/გამგზავნის რწმუნებულ პირს.

ბისტრაია პოჩტას" ფულადი გზავნილის პირობები:

  • ფულადი გზავნილების განხორციელება ხდება ონლაინ რეჟიმში;
  • მიმღებს გზავნილის განაღდება შეუძლია გაგზავნიდან 5 წუთში;
  • გაგზავნის და განაღდების მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრება 15000 აშშ დოლარის/ევროს (გზავნილის ვალუტის შესაბამისად) ოდენობით.
  • "ბისტრაია პოჩტას" ფულადი გზავნილების გზავნილის გაგზავნა და მიღება შესაძლებელია  აშშ დოლარში ან ევროში.