თქვენ უკვე შეგიძლიათ SMS ბანკით ან სერვისცენტრიდან გააგზავნოთ გზავნილი ”ელვა” რომელსაც ადრესატი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბანკომატში ან სერვისცენტრში გაანაღდებს. ამასთან გზავნილის მისაღებად არაა აუცილებელი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი. SMS ბანკით ან სერვისცენტრიდან გზავნილის გაგზავნისას გამგზავნი იღებს SMS-ით გზავნილის კოდს. გზავნილის გასანაღდებლად გამგზავნმა მიმღებს უნდა შეატყობნიოს მხოლოდ გზავნილის კოდი და თანხის რაოდენობა.
გზავნილის მიმღები კი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბანკომატში, კოდის და თანხის რაოდენობის მითითებით, მარტივად, პლასტიკური ბარათის გარეშე შეძლებს თანხის განაღდებას, უბრალოდ აირჩიეთ ბანკომატის მენიუში ”ელვა გზავნილის უბარათო განაღდება” და მიჰყევი მარტივ ინსტრუქციას.
SMS ბანკით ფულადი გზანილ “ელვა”-ს გაგზავნა ასევე ძალიან მარტივია, ამისთვის მომხმარებელმა მობილური ტელეფონით უნდა აკრიფოს ბრძანება : ELVA # პლასტიკური ბარათის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი # გზავნილის მიმღების სახელი # გზავნილის მომღების გვარი # გზავნილის თანხა # GEL. აკრეფილი ტექსტი კი ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან გადააგზავნოს ნომერზე 4444.
"ელვა" გზავნილის პირობები:
- თანხის მიღება/გაგზავნა შესაძლებელია - ლარში;
- თანხის მიღება/გაგზავნის ლიმიტი - 1,500 ლარი;
- მიღების საკომისიო - 0%*.
გზავნილს უბარათოდ ვერ გაანაღდებთ თუ:
- არასწორად მოხდა გზავნილის კოდის, გზავნილის თანხის ან/და მიმღების მითითება (არჩევა);
- არ ეთანხმები გზავნილსი უბარათოდ განაღდების პირობებს;
- ბანკომატში არ არის გზავნილის შესაბამისი თანხა ან/და კუპიურები
გაგზავნილი გზავნილის გაუქმება შეგიძლიათ SMS ბანკით ან საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.
"ელვა" გზავნილით თანხის გაგზავნა/მიღება შესაძლებელია საქართველოს 30–ზე მეტ ქალაქში განთავსებულ "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრებში.
*გაგზავნის შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული ტარიფი