Western Union - სწრაფი ფულადი გზავნილები, ანგარიშის გაუხსნელად
Western Union-ის ფულადი გზავნილებით სარგებლობა შეგიძლიათ ”საქართველოს ბანკის” ნებისმიერ სერვის ცენტრში.
Western Union - სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემაა. ისარგებლეთ Western Union-ის სისტემით 200-მდე ქვეყანაში.
Western Union ფულადი გზავნილების პირობები:
- თანხის მიღება/ გაგზავნა აშშ დოლარსა და ევროში;*
- გზავნილის მიღება 10-15 წუთში;
- თანხის გასაგზავნად ავსებთ განაცხადს და იხდით წინასწარ დადგენილ საკომისიოს;
- თანხის მიმღები ყოველგვარი საკომისიოს გარეშე ანაღდებს თანხას.
*გზავნილის ევროში გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ევროზონის ქვეყნებში (ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი).