ჩვენს Express სერვისცენტრებში მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური Express-კონსულტანტები, მათი დახმარებით თქვენ მიიღებთ საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს:
- დაარეგისტრირებთ Express პაკეტს;
- გააფორმებთ Express სესხს;
- გახსნით Express ანაბარს;
- გააგზავნით ან მიიღებთ თანხას;
- შეავსებთ განაცხადს საკრედიტო ბარათზე (American Express Blue, Orange Card);
- გაანაღდებთ სამგზავრო ჩეკებს;
- განახორციელებთ სავალუტო ოპერაციებს;
- გააქტიურებთ, შეცვლით ან გამორთავთ მუდმივ საგადასახადო დავალებას ან ავტომატური გადახდების სერვისს.
მუდმივი საგადასახადო დავალება
მუდმივი საგადასახადო დავალების გააქტიურების შემდეგ შეგეძლებათ ბანკში მიუსვლელად აწარმოოთ ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია. ამიერიდან ანაბრის თანხის შესავსებად თუ გადარიცხვის განსახორციელებლად აღარ მოგიწევთ მოცდენა. თქვენს დავალებას საქართველოს ბანკის ოპერატორები შეასრულებენ.
მუდმივი საგადასახადო დავალების საშუალებით შესაძლებელია:
- ანაბრის ანგარიშის შევსება;
- თანხის გადარიცხვა ეროვნულ ვალუტაში;
- თანხის გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში;
- თანხის გადარიცხვა კონვერტაციით.
ავტომატური გადახდები
ავტომატური გადახდების სერვისის დახმარებით თქვენ შეძლებთ, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაფაროთ კომუნალური ან სხვა გადასახადები, უბრალოდ მიუთითეთ გადახდის თარიღი, ანგარიში, სერვისის ხანგრძლივობა და დაივიწყეთ კომუნალური გადახდებისთვის რიგებში დგომა. Express-კონსულტანტი დაგეხმარებათ გააქტიუროთ, შეცვალოთ ან გამორთოთ ავტომატური გადარიცხვების სერვისი
სამგზავრო ჩეკები
საქართველოს ბანკის და American Express-ის სამგზავრო ჩეკები საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის ვინც ბევრს მოგზაურობს, მიმართეთ Express კონსულტანტს რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია, შეიძინოთ ან გაანაღდოთ სამგზავრო ჩეკი!
ვალუტის გაცვლა
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში შესაძლებელია ყველა ძირითადი უცხოური ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელება. ვალუტის გადასაცვლელად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ Express-კონსულტანტს.
ფულადი გზავნილები
Express სერვისცენტრიდან ფულადი გზავნილი გაკეთება ძალიან მარტივია, მობრძანდით Express-ში მიმართეთ ჩვენს Express-კონსულტანტს და მისი დახმარებით გაუგზავნეთ თანხა ახლობელს. Express კონსულტანტი შეგირჩევთ ყველაზე სწრაფ და ხელმისაწვდომ სერვისს სწორედ თქვენი გზავნილისთვის.