ექსპრესპაკეტი,- სწრაფი, რჩეული, სრული საბანკო მომსახურება.
საქართველოს ბანკი გთავაზობთ ყველაზე მოსახერხებელ საბანკო მომსახურება - Express-ს
Express პაკეტით თქვენ მიიღებთ რჩეული სერვისების ერთობლიობას, დაზოგავთ დროს და გაიადვილებთ ყოველდღიურ ფინანსურ რუტინას.
Express-ი ეს მოსახერხებელი მრავალფეროვნებაა, იგი ფარავს საბანკო მომსახურებების სრულ სფეროს, პაკეტის შეძენისთანავე თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია.
Express თან ერთად, თქვენ ზოგავთ ძვირფას დროს , იღებთ ისეთ სერვისებს რაც აქამდე მხოლოდ სერვისცენტრში მისვლისას იყო ხელმისაწვდომი. Express-ს არ სჭირდება აქტივაცია, Visa Electron-ის ტიპის პლასტიკური ბარათი, მულტისავალუტო ანგარიში, ინტერნეტბანკი, ტელეფონბანკი - ყველაფერი მზადაა გამოყენებისთვის შეძენისთანავე!
ექსპრესპაკეტი ეს არის:
- MasterCard Debit -ის ტიპის, მზა, უკონტაქტო, უსახელო ბარათი;
- მულტისავალუტო ანგარიში;
- ინტერნეტბანკი;
- ტელეფონბანკი.
ექსპრესპაკეტთან ერთად თქვენ:
- გაანაღდებთ თანხას საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან ან სერვისცენტრებიდან;
- განახორციელებთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებას;
- შეიტანთ, ჩარიცხავთ, გადარიცხავთ თანხას;
- დააკონვერტირებთ ვალუტას;
- გააქტიურებთ მუდმივ საგადასახადო დავალებას;
- შეძლებთ ინტერნეტგადახდების განხორციელებას;
- ისარგებლებთ ელექტრონული ყულაბით;
- გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს ინტერნეტით ან ავტომატური გადახდების სერვისით;
- მიიღებთ ფულად გზავნილებს ტელეფონის ან ბანკომატის საშუალებით.
მობრძანდით საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებში და ზუსტად 5 წუთში გახდით ექსპრესპაკეტის მფლობელი - მიიღეთ ექსპრესპაკეტი პირველი წელი უფასოდ, ხოლო შემდეგ თვეში მხოლოდ 0,5 ლარი.