სწრაფი ნავიგაცია

 ვისთვის არის განკუთვნილი ანონიმური ცხელი ხაზი?

ანონიმური ცხელი ხაზი, განკუთვნილია საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, აქციონერებისთვის, მომწოდებლებისთვის და სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბანკში ჯანსაღი, ეთიკური გარემოს არსებობა.

რა ტიპის შემთხვევების დაფიქსირებაა შესაძლებელი ანონიმური ცხელი ხაზით?

ანონიმური ცხელი ხაზი საშუალებას გაძლევთ განაცხადოთ ნებისმიერი გამოვლინების შესახებ, რომელიც თქვენი აზრით არის არაეთიკური, არაკანონიერი ან საეჭვო. (მაგ.,: დოკუმენტაციის გაყალბება, კონფიდენციალურობის დარღვევა, კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი, არაკეთილსინდისიერი საქციელი და სხვა).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანონიმური ცხელი ხაზი არ არის განკუთვნილი პირადი ხასიათის საჩივრების, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების და სხვა ტექნიკური ხარვეზების შესახებ უკმაყოფილების დასაფიქსირებლად. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ასეთი სახის შენიშვნა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ცენტრში: 2 444 444; ელფოსტის მეშვეობით: customerservice@bog.ge ან გამოიყენოთ ჩვენს ვებგვერდებზე არსებული ონლაინ კონსულტაცია.

 რა საშუალებები არსებობს საეჭვო გამოვლინებების ანონიმურად დაფიქსირებისთვის?

საეჭვო გამოვლინების შესახებ შეტყობინების დასატოვებლად, არ მოითხოვება თქვენი ვინაობის გამჟღავნება. საეჭვო გამოვლინების  თაობაზე განმცხადებელს, აქვს  შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი სამი საშუალებიდან ერთ–ერთი: ავტომოპასუხე: *4004;  ელექტრონული ფორმა დაცულ ვებგვერდზე ან შეტყობინების ყუთი.         

რითია გარანტირებული შეტყობინების ავტორის ანონიმურობა?

ცხელი ხაზის სამივე საშუალებიდან, ნებისმიერის გამოყენების შემთხვევაში განმცხადებლის მონაცემები (სახელი, გვარი, გამოყენებული კომპიუტერის მისამართი, ა.შ.) რჩება ბანკისათვის ფარული. ვებგვერდის მეშვეობით დაფიქსირებული შეტყობინება, ავტომატურად გადამისამართდება საზღვარგარეთ არსებულ, დამოუკიდებელ მომწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის მენეჯმენტის დროულ ინფორმირებას მხოლოდ დაფიქსირებული საეჭვო გამოვლინების შინაარსის  შესახებ. შეტყობინების ყუთები, განთავსებულია საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ადგილას, სადაც შესაძლებელია კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. სატელეფონო ანონიმურ ცხელ ხაზზე დაკავშირებისას კი, სისტემა არ დააფიქსირებს თქვენს სატელეფონო ნომერს.