სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი არაერთი საქველმოქმედო და სოციალური პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.
 
ბანკი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ძირითადად, ფონდ სიცოცხლის ხის მეშვეობით ახორციელებს.
ფონდი  სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს და სხვადასხვა კომპანიისა თუ მომხმარებლების აქტიური ჩართულობით მიზნად ისახავს საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნას. 
 
სოციალური აქტივობის ძირითადი მისიაა:
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განათლების და საზოგაოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის და გარემოს ადაპტირების გზით, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
 
ფონდი შშმ ბავშვების მხარდასაჭერად  პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მდგრად პროექტებს ახორციელებს; ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 60-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო დაფინანსებამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ასევე, პერიოდულად ცხადდება საგრანტო კონკურსებიც, სადაც შშმ პირების დასახმარებლად აქტიურად ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები თუ სხვა შესაბამისი დაწესებულებები. 
 
სიცოცხლის ხე საქართველოში სოციალური მეწარმეობის აქტიური მხარდამჭერია და მიზნად ისახავს წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით სოციალური საკითხების მოგვარებას.