სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა და მისი ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მისიაა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ განათლების ხელმისაწვდომობას ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ბანკი იაზრებს ცოდნის მნიშვნელობას, რადგან ის პიროვნული განვითარებისა და ქვეყნის წინსვლის საფუძველია და სწორედ ამიტომ ახალგაზრდების ხარისხიანი სწავლისთვის და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვან პირობებს ქმნის: 
საქართველოს ბანკის წამყვან სახელმწიფოებთან ურთიერთთანამშრომლობამ რეალობად აქცია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, „ჩივნინგის“ სტიპენდიების პროგრამა, რომლის დახმარებითაც სტუდენტები დიდ ბრიტანეთში, ხოლო „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამით აშშ-ში სწავლობენ. 
 
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი კი ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს და მათ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. 
 
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მიღებული განათლება წამყვან კომპანიებში დასაქმებისა და წარმატებული ბიზნესსაქმიანობის წამოწყების ერთგვარი შესაძლებლობაცაა. რაც მთავარია, ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა სწავლის განმავლობაში 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს ან გადასახადი მხოლოდ მას შემდეგ დაფაროს, როცა მაგისტრატურაში დაასრულებს სწავლას. 
 
საქართველოს ბანკის მიერ განათლების სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტის დაფინანსება სწორედ იმ მიზნით ხორციელდება, რომ მოტივირებულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდებმა მათში მონაწილეობა, მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ცოდნის მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა შეძლონ.
 
ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა:
  • TEDx-ი, რომლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ადამიანებს საერთო მიზნით აერთიანებს და მათ სიტყვის, მოსაზრებისა თუ შეხედულების საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს;
  • ხანის აკადემია (KHANACADEMY), რომელიც მოსწავლეებსა  და მასწავლებლებს უფასო განათლებას ვიდეოგაკვეთილების სერიების სახით სხვადასხვა სასკოლო საგანში სთავაზობს; 
  • გონიერი პლატფორმა „ნებულა“, რომელიც ახალგაზრდებისთვის ვიდეოგაკვეთილების, კომფორტული „ინტერფეისის“, გამოცდების სიმულაციისა და ანალიტიკური ალგორითმების დახმარებით საჭირო ცოდნის სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაა;
  • Public Speaking Competition − ორგანიზაცია “ESU”-ს ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან საჯარო გამოსვლის შეჯიბრში იწვევს.