სწრაფი ნავიგაცია

 

ირაკლი გილაური

გენერალური დირექტორი

ირაკლი გილაური „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2006 წლის მაისში იკავებს. მანამდე, 2004 წლის სექტემბრიდან იგი „საქართველოს ბანკის“ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. 1999-2004 წლებში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) თბილისისა და ლონდონის ოფისებში მსახურობს ბანკირად. ირაკლი გილაურმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში ეკონომიკისა და ფინანსების განხრით ლიმერიკის უნივერსიტეტში, ირლანდიაში. 2003-2004 წელს დაჯილდოვდა ბრიტანეთის საბჭოს „ჩივენინგის“ სტიპენდიით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი „სითი უნივერსიტეტის“ „კასის ბიზნეს–სკოლაში“ საბანკო საქმესა და საერთაშორისო ფინანსების დარგში.

 

ნიკოლოზ გამყრელიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე
ფინანსების დარგში

ნიკოლოზ გამყრელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის დიპლომი ლონდონის კოლეჯში ჯანდაცვის მენეჯმენტის განხრით.

ნიკოლოზ გამყრელიძე  მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებზე. 2005 წლიდან 2007 წლამდე ნიკოლოზი „ჩემი ოჯახის კლინიკის“ გენერალური დირექტორია ხოლო 2007 წლიდან  2012 წლამდე ეკავა ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორის პოზიცია

ნიკოლოზ გამყრელიძეს აქვს 10 წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის მართვისა და სადაზღვევო სფეროში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

სულხან გვალია

გენერალური დირექტორის მოადგილე
კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში

 

სულხან გვალია, 2013 წლის მაისიდან კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. 2005 – 2013 წლებში, სულხანს ეკავა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებით. 1995 წლიდან, სულხანი „თბილუნივერსალბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა, მის დაქვემდებარებაშია საფინანსო, საბუღალტრო და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები. 2005 წელს „საქართველოს ბანკი“ ყიდულობს „თბილუნივერსალბანკს“ და სულხან გვალია „საქართველოს ბანკის“ გუნდს უერთდება. ბ–ნი სულხანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს იურისპრუდენციის დარგში.

 

მიხეილ გომართელი

გენერალური დირექტორის მოადგილე
საცალო საბანკო საქმიანობის დარგში

მიხეილ გომართელი „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა 2009 წლის თებერვლიდან. 1997 წლიდან მიხეილს წამყვანი პოზიციები ეკავა. იგი იყო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი (2000-2002); ფილიალების მართვისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი (2002–2003); ფილიალების მართვისა და გაყიდვების კოორდინაციის ხელმძღვანელი (2003–2004); სტრატეგიისა და დაგეგმარების ხელმძღვანელი (2004-2005); ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი (2005 წლის მარტი-ივლისი) და საცალო საბანკო საქმიანობის თანადირექტორი (2007 წლის მარტი - 2009 წლის თებერვალი). მიხეილ გომართელს მიღებული აქვს დიპლომი ეკონომიკის დარგში–თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ავთო ნამიჩეიშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე
იურიდულ საკითხებში

ავთო ნამიჩეიშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილეა იურიდიულ საკითხებში. 2007 წლის მარტიდან. ავთო „საქართველოს ბანკის“ გენერალური იურიდიული მრჩეველია. „საქართველოს ბანკში“ მოსვლამდე იგი წამყვანი იურიდიული ფირმის, შპს. „ბეგიაშვილი და კომპანიი“-ს პარტნიორი იყო და სამი წლის განმავლობაში უწევდა გარე იურიდიულ კონსულტაციას „საქართველოს ბანკს. ავთო ნამიჩეიშვილი საქართველოში ევროპის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრია. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (LLM) საერთაშორისო ბიზნესის სამართლის დარგში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში– უნგრეთში და ბაკალავრის ხარისხი იურისპრუდენციასა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

არჩილ გაჩეჩილაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე
აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის დარგში

არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის დარგში 2013 წლის მაისში. 2008–2013 წლებში, არჩილს ეკავა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი კორპორატიული საბანკო საქმიანობის მიმართულებით. „საქართველოს ბანკში“ მოსვლამდე არჩილი კორპორატიული რესტრუქტურიზაციის დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა „თიბისი ბანკში“. საქართველოში დაბრუნებამდე, იგი მოღვაწეობდა ლონდონში  “Lehman Brothers Private Equity”-ში (ამჟამად Trilantic Capital Partners), ხოლო 1998-2004 წლებში მუშაობდა “Salford Equity Partners”-ში, EBRD-ს თბილისისა და ლონდონის ოფისებში უფროს ანალიტიკოსად, “KPMG Barents”-ში – უფროს ფინანსურ ანალიტიკოსად, მსოფლიო ბანკის “CERMA”-ს პროექტში – გუნდის ლიდერად. არჩილი არის CFA სერტიფიკატის მფლობელი და CFA საზოგადოების წევრი, ამასთან, მან მიიღო MBA ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და იურისპრუდენციაში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ირაკლი ბურდილაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე
„m² უძრავი ქონების“ მართვის საკითხებში

ირაკლი ბურდილაძე „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა  „m² უძრავი ქონების“ მართვის დარგში. 2007 წლის მარტიდან 2010 წლის ივნისამდე მას საოპერაციო დირექტორის თანამდებობა ეკავა. „საქართველოს ბანკში“ მოსვლამდე, ირაკლი ბურდილაძე საქართველოში უძრავი ქონების დეველოპერი და მმართველი წამყვანი კომპანიის – „GMT Group”-ის ფინანსური დირექტორია. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ირაკლიმ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, მიიღო. ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.