ნილ ჯანინი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2011 წლის 24 ოქტომბერს, 2010 წლიდან კი საქართველოს ბანკის ჰოლდინგის საბჭოსა და ნომინირების კომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე გახლავთ საქართველოს ბანკის ჰოლდინგის ანაზღაურების კომიტეტის წევრიც. რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ იგი გადადგება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, მაგრამ დარჩება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. გარდა ამისა, ნილი გახლავთ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ნილ ჯანინი რამდენიმე კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციის გენერალური დირექტორების კონსულტანტია, ასევე აგრძელებს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას „მაკკინზი და კომპანიისთვის“. 1982 წლიდან 27 წლის განმავლობაში, სანამ 2010 წელს საქართველოს ბანკს შეუერთდებოდა, ნილ ჯანინი იყო „მაკკინზი და კომპანიის“ დირექტორი და მოღვაწეობდა კომპანიის პარიზის ოფისში. „მაკკინზი და კომპანიაში“ ის ეწეოდა საცალო ოპერაციებთან, აქტივების მართვასა და კორპორაციულ საბანკო სექტორებთან დაკავშირებულ საქმიანობას და აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაციული პრაქტიკის ყველა ასპექტში, მათ შორის, დიზაინში, ლიდერობაში, მართვაში, საქმიანობის გაუმჯობესებასა და გარდაქმნაში. 2009 წელს, საფრანგეთის დირექტორთა ინსტიტუტის წევრობისას, ნილმა გამოსცა პუბლიკაცია დირექტორთა საბჭოს პასუხისმგებლობის შესახებ კომპანიის სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაში. „მაკკინზი და კომპანიაში“ მუშაობის დაწყებამდე ნილ ჯანინი მუშაობდა „ჩეიზ მანჰეტენ ბანკში“ (ამჟამად „ჯპ მორგან ჩეიზი“), ნიუ-იორკსა და პარიზში, ასევე „პროქტორ ენდ გემბლში“ ტორონტოში. იგი სხვადასხვა დროს საქმიანობდა ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ნილ ჯანინი არის დირექტორი კომპანია „ნილ ჯანინ ლიმითედის“, რომლის მეშვეობითაც ეწევა მიმდინარე საკონსულტაციო მომსახურებას.
ნილი ფლობს ტორონტოს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და აგრეთვე მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხს ეკონომიკისა და ბუღალტერიის სპეციალობით.