ჩვენი ნარინჯისფერი სულისკვეთება
ნარინჯისფერი არის წითელი ფერის ენერგიისა და ყვითელი ფერის ბედნიერების ნაზავი. ის ძალზე მიმზიდველია და ასხივებს ბედნიერების ენერგიას, რომლითაც ჩვენც ვივსებით და სხვასაც გადავცემთ.

ნარინჯისფერი შემოქმედებითი აზროვნებისა და სიახლის ძიების სიმბოლოს წარმოადგენს.
ნარინჯისფერი არის საუკეთესო სტიმულატორი, რომელიც ზრდის საკუთარი თავის რწმენას, თავისუფლების შეგრძნებასა და ემოციების გამოხატვის სურვილს.
ჩვენთვის ნარინჯისფერია – ბედნიერება, სითბო, ენერგია, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, შემოქმედება, მოტივაცია, მგრძნობელობა, აღფრთოვანება, ძალა, გაბედულობა, მიზნების მიღწევა, ცნობადობა, ჰარმონია, ბალანსი და, რაც მთავარია, სიყვარული.