სწრაფი ნავიგაცია

გვაქვს პატივი გვერქვას საქართველოს ბანკი

გერქვას საქართველოს ბანკი, ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა.

ჩვენ ვემსახურებით მთელი საქართველოს მოსახლეობას.

ყოველდღიურად ურთიერთობა გვაქვს ასიათასობით განსხვავებულ ადამიანთან და ყოველი მათგანისთვის ვქმნით და ვავითარებთ საუკეთესო საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას.

ჩვენ გვესმის ყოველი ადამიანის, მიუხედავად მისი მოთხოვნების, საცხოვრებელი ადგილის, შემოსავლისა თუ ასაკისა.

ყოველი დღე ჩვენთვის არის გამოწვევა ვიყოთ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ვიზრუნოთ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაზე და დავიცვათ საქართველოს ბანკის სახელის საპატიო ღირსება.