სწრაფი ნავიგაცია

ჩვენი სიმბოლო ლომია

Bank of Georgia

ლომი ცხოველთა მეფეა და ძალის, გაბედულობისა და სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენს, ანუ ყველა იმ თვისების სიმბოლოს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბანკისათვის.

Bank of Georgia

როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და დიდი ისტორიის მქონე ბანკი, ვიზუალურ სიმბოლოდ ე.წ. ალაზნის ველის მიდამოებში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების რეპროდუქციას ვიყენებთ. ,,ალაზნის ველის ლომი" დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით და ქართული ლომის ყველაზე ძირძველ გამოსახულებას წარმოადგენს. ეს საგანძური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.