სწრაფი ნავიგაცია

ბანკში კანდიდატების შერჩევის პროცესი განსხვავდება სამუშაო კატეგორიების მიხედვით და დამოკიდებულია ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნებზე.

  • გასაუბრება                                      

გასაუბრება წარმოადგენს შერჩევის პროცესის სავალდებულო ეტაპს ნებისმიერ ვაკანსიაზე. დაქირავების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანდიდატი გაივლის მინიმუმ ორ გასაუბრებას კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელთან. გასაუბრების პროცესში კომპანიის მიერ ხდება კანდიდატის გამოცდილების და კომპეტენციების/უნარების შესაბამისობის შეფასება კონკრეტული ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნებთან, კომპანიის კორპორატიულ ღირებულებებთან .

  • ტესტირება

შერჩევის პროცესში კანდიდატმა ვაკანტური პოზიციიდან გამომდინარე შესაძლოა გაიაროს ერთი ან რამდენიმე ტესტირების ეტაპი. ტესტირებაზე მოწვევისას კანდიდატს მიეწოდება ინფორმაცია (ზეპირი) ტესტის თემატიკის/სტრუქტურის შესახებ, რაც მას საშუალებას აძლევს წინასწარ შეიქმნას წარმოდგენა მოსალოდნელი ტესტირების შესახებ და უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

  • სიტუაციური თამაში

სიტუაციური თამაში უფრო ხშირად  სტაჟორი/დამწყები სამუშაო კატეგორიის შერჩევის პროცესის ეტაპს წარმოადგენს. სიტუაციური თამაშის დროს კომპანიის  რამდენიმე  წარმომადგენლის მიერ ხდება პოზიციისათვის სავალდებულო ქცევის და კომპეტენციების შეფასება.
 

  • პრეზენტაცია

პრეზენტაციის ეტაპი წარმოადგენს კომპანიის იმ პოზიციების შერჩევის  ეტაპს, რომელთა საქმიანობა  დაკავშირებული იქნება პრეზენტაციების წარმოებასთან. პრეზენტაციის თემა დამოკიდებულია ვაკანტური პოზიციის  სპეციფიკაზე. თემის შესახებ ინფორმაცია (ზეპირი) წინასწარ მიეწოდება კანდიდატს, რომ მას ჰქონდეს დრო მოსამზადებლად. 

  • შეთავაზება

შერჩევის  პროცესის დასრულების და  დაქირავების შესახებ კომპანიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს კომპანიის შეთავაზებას.

მადლობას გიხდით  ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის და  გისურვებთ წარმატებას!