სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი გამოცდილ პროფესიონალებს  სთავაზობს  დასაქმების ფართო შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებით: გაყიდვები და კლიენტებთან ურთიერთობა, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, იურიდიული ადმინისტრირება,  ფინანსური ბაზრები და ხაზინა, ადამიანური კაპიტალი, ბრენდინგი,  პროდუქტების წარმოება, ოპერაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა. 
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმატებას განსაზღვრავს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა –  პროფესიონალების გუნდი, რომელიც მზად არის ყოველდღიური გამოწვევებისათვის, ორიენტირებულია შედეგზე,  თავდაუზოგავად ისწრაფვის დასახული მიზნების მიღწევისათვის, გამოირჩევა გუნდური სულისკვეთებითა და გამოხატული ლიდერული უნარებით.

საქართველოს ბანკი გთავაზობთ მუშაობას ამ გუნდთან ერთად. ჩვენს კომპანიაში მოთხოვნები თქვენს მიმართ შესაძლოა მაღალი იყოს, მაგრამ გამორჩეული ადამიანების გვერდით, საინტერესო პროექტებზე მუშაობა, კმაყოფილების გარდა, ჭეშმარიტად პერსპექტიულ და ღირსეულ კარიერას გთავაზობთ.


გაეცანით მიმდინარე ვაკანსიებს