სწრაფი ნავიგაცია

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, მიზანდასახულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს - როგორც წარმატებულ სტუდენტებს, ასევე ახალკურსდამთავრებულებს და დამწყებ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ მიიღონ გამოცდილება წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში და დაიწყონ წარმატებული კარიერა საქართველოს ბანკში.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამებს დამწყებთათვის, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, ჩაერთოთ საქართველოს უმსხვილესი ფინანსური კომპანიის მუშაობაში, შეისწავლოთ ფინანსური მომსახურების ინდუსტრია და გაიცნოთ ჩვენი კორპორატიული კულტურა.

გაეცანით საქართველოს ბანკის START პროგრამებს,შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა, გამოაგზავნეთ რეზიუმე და ჩაერთეთ შერჩევის პროცესში


სტუდენტური პროგრამა

ბანკი პერიოდულად ატარებს სტაჟირების პროგრამას უნივერსიტეტების შესაბამისი სკოლების მაღალკურსელთათვის. სტაჟირების პროგრამის შესარჩევ კონკურსში ერთვებიან სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და უნივერსიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, ჩაერთვებიან  სტაჟირების პროგრამაში. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ტრენინგებს, ასევე პრაქტიკას ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში. პრაქტიკის ყოველი ეტაპის დასასრულს ხდება სტაჟორის შედეგების შეფასება. წარმატებულმა სტუდენტებმა შესაძლოა მიიღონ დასაქმების შეთავაზება სტაჟირების პროგრამაში ჩართული რომელიმე სტრუქტურული ერთეულისგან.  
 

 საქართველოს ბანკი გარკვეული პერიოდულობით  აცხადებს შემდეგ პროგრამებს:

  • ლიდერატორი
  • START-ი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
  • START-ი იურიდიულ მიმართულებაში
  • START-ი შიდა აუდიტში
  • საზაფხულო START-ი (სამტივაციო წერილში მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო სფერო)


გთხოვთ გაეცნოთ მიმდინარე პროგრამებს