სწრაფი ნავიგაცია

შეიქმენი მომავალი საქართველოს ბანკთან ერთად

გახდით საქართველოს ბანკის ჯგუფის თანამშრომელი და თქვენს წინ გადაიშლება ყველაზე ფართო შესაძლებლობები და საინტერესო გამოწვევები, რაც ცხოვრებაში შესაძლოა ოდესმე გქონდეთ.

ჩვენთან კარიერული ზრდა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე სხვა კომპანიების უდიდეს ნაწილში. გაეცანით ჩვენი თანამშრომლების კარიერას.

ჩვენი კორპორატიული კულტურა

ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი აქტივი ჩვენი თანამშრომლებია. ჩვენთან პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ, ბიზნესის ყველაზე გავლენიან ლიდერებთან ერთად, შეეჭიდონ ჩვენს სფეროში არსებულ ყველაზე რთულ გამოწვევებს, გუნდური მუშაობის კულტურა ეხმარება მათ შედეგის მიღწევაში და აჯილდოებს  ინდივიდუალურ ტალანტს.

  

მრავალფეროვნება

ბუნებრივია, ისეთ დიდ კომპანიაში, როგორიც საქართველოს ბანკის ჯგუფია მუშაობენ სხვადასხვა ეროვნების, განათლების და გამოცდილების მქონე ადამიანები. ჩვენ მივესალმებით მათ განსხვავებულ ხედვებს, მათ ენერგიას და იდეებს, მათ მზადყოფნას ისწავლონ და თავადაც ასწავლონ.

  

ტრეინინგი და განვითარება

ჩვენი მიმდინარე ტრენინგის, განვითარების და მენტორინგის პროგრამები ეხმარებიან თანამშრომლებს მათი კარიერული მისწრაფებების დაკმაყოფილებაში. ხოლო ჩვენი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი პერსონალი  გონიერ, საინტერესო და მიზანდასახულ  ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ჩვენი ლიდერების მომდევნო თაობა.

  

შრომის ანაზღაურება და ბენეფიტები

წარმატება ადამიანებს მოაქვთ, სწორედ ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ, წავახალისოთ და დავაჯილდოვოთ შედეგის მიღწევა, შემოქმედებითი მიდგომა და მოტივაცია. ვამაყობთ იმით, რომ შრომის ანაზღაურების სახით ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ კომპენსაციების და ბენეფიტების კონკურენტულ სისტემას.

ვამაყობთ რა კარგი დამქირავებლის სტატუსით, არ ვიშურებთ ძალისხმევას ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს შევუქმნათ პოზიტიური სამუშაო გარემო.