სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდურობის განცდა და საქმის დიდი სიყვარული მთლიანობაში ბანკის საერთო წარმატების განმსაზღვრელია.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი ზრუნავს თანამშრომლებზე, მათ სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს და საუკეთესო სამუშაო გარემოს უქმნის. 
იქნება ეს:
 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საპენსიო სქემაში გაწევრიანება;
  • საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შეღავათები;
  • თანამშრომლების პროფესიული განვითარების ტრენინგები;
  • ქორწინებასთან, შვილის შეძენასა თუ ოჯახის წევრის ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფინანსური მხარდაჭერა და სხვ.
თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ამ და სხვა უპირატესობებით ისარგებლოს და თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოს.
 
საქართველოს ბანკის თანამშრომლების ინიციატივით შეიქმნა ფონდი − „ჩვენი ფონდი“, რომლის მიზანია ბანკის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების შემთხვევაში დახმარება. 
 
ბანკის ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ლიდერშიპის განვითარება. საქართველოს ბანკს სჯერა თითოეული თანამშრომლის ზრდის პოტენციალის და ხელს უწყობს თანამშრომლებს მუდმივ განვითარებასა და უწყვეტ სწავლებაში. სთავაზობს მრავალფეროვან პასუხისმგებლობებს, საინტერესო გამოწვევების მქონე ამოცანების შესრულებას და დაწინაურების შესაძლებლობას. 
 
თანამშრომელთა რაოდენობა ყოველწლიურად 10-15% იზრდება.