სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს ჩვენი გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე, მხარს უჭერს მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობის დანერგვასა და, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ამაღლებას.
 
გარემოზე ზრუნვის მაგალითია საქართველოს ბანკის  „მწვანე ანაბრის“ აქცია, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის დროს გაჩენილი ხანძრების შედეგად განადგურებული ტყის საფარის აღდგენასა და მომავალი თაობებისათვის მის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. „მწვანე ანაბრის“  აქციის ფარგლებში ყველა ადამიანის სახელით, ვინც საქართველოს ბანკში ვადიანი ან საბავშვო ანაბარი გახსნა, წაღვერის რაიონში თითო ხე დაირგო. 
 
საქართველოს ბანკი განაგრძობს გარემოზე ზრუნვას და ამ მიმართულებით ბევრ პროექტს ახორციელებს.
მათ შორის, „მწვანე ტომარა“, საბანკო მომსახურების − SMS ხელმოწერის  − დანერგვა და სხვ.
 
საქართველოს ბანკისმწვანე ტომარა“ გარემოზე ზრუნვისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. აღნიშნული პროექტი ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს უკვე გამოუსადეგარი ფურცლები კალათებში მოათავსონ და ამით მათ გადამუშავებას შეუწყონ ხელი. აღნიშნული აქტივობა დამატებით ხის მოჭრასა და ზედმეტი ქაღალდის დამზადების აუცილებლობას გამორიცხავს, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება გარემოზე.   
 

 
ქაღალდი დაზოგვის მაგალითია ახალი მომსახურება “SMS ხელმოწერაც”,  რაც საბანკო ოპერაციების მიმდინარეობისას ქვითრის ნაცვლად ყველა საჭირო მონაცემის ელექტრონულად შენახვის შესაძლებლობას იძლევა. 
 
ასევე საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ერთად კავკასიის მასშტაბით უნიკალური სახეობის ფლორის, ფაუნისა და ეკოსისტემების შენარჩუნებაზე ზრუნავს. ბანკი აღნიშნული ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი კერძო დონორია და მასთან 2009 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.