სწრაფი ნავიგაცია

ურთიერთობას მოაქვს პლუსი - საქართველოს ბანკმა მომხმარებელთან
ურთიერთობის პროგრამა წარადგინა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამის - PLUS-ის დაწყების შესახებ. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა, სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს. ურთიერთობის პროგრამაში ჩართვა დღეიდან არის შესაძლებელი, მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. სერვისცენტრშივე მას გადაეცემა PLUS-ის საბანკო ბარათი და PLUS სტატუსი: PLUS  CLASSIC-ი, PLUS SILVER-ი ან PLUS GOLD-ი. მომხმარებელი სტატუსის შესაბამისად ისარგებლებს: საბანკო, ჯანმრთელობის თუ სადაზღვევო სტატუსუპირატესობებით. ამავე დროს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით დააგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია:

  • PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე;
  • უფასო მგზავრობაზე;
  • ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე;
  • ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე;
  • სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზსწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.

ურთიერთობის პროგრამაში ჩართული მომხმარებელი PLUS-ების დაგროვებას შეძლებს: საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე, ანაგრიშზე განთავსებულ თვის საშუალო ნაშთზე, მეგობრების მოწვევისას და საქართველოს ბანკის პროდუქტების შესახებ გაწეული რეკომენდაციისას.  აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც 3 აგვისტოს ჩათვლით ჩაერთვება ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, საჩუქარად მიიღებს welcome PLUS-ებს.

დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge

Facebook