სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

საქართველოს ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თავაზობს მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:

• ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ
 

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების წარმოების პირობები განთავსებულია ბმულზე:

 კლიენტის დავალებით სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით ოპერაციების წარმოების პირობები
 

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების წარმოებისთვის საჭიროა ინვესტორს ქონდეს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიში საქართველოს ბანკში და ასევე გაფორმებული ქონდეს ქვემოთ მითითებული ხელშეკრულებები:

 გენერალური ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბანკო მომსახურების შესახებ

 ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის მომსახურების ხელშეკრულება
 

ანგარიშის გახსნა ინვესტორს შეუძლია ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ხოლო ხელშეკრულების გაფორმება საცალო ან სოლო სერვის ცენტრში. ბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციას ასრულებს კლიენტის მიერ შევსებული  განაცხადი -ს საფუძველზე.