სწრაფი ნავიგაცია

2011 წლიდან სს „საქართველოს ბანკმა“ ოფიციალურად შესთავაზა თავის კლიენტებს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების შენახვა და ანგარიშწორება. სს „საქართველოს ბანკი“ სთავაზობს კლიენტებს სამთავრობო და კორპორატიული ფასიანი ქაღალდებით ანგარიშწორებასა და შენახვას, რისთვისაც ის გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის საანგარიშწორებო სისტემების პირდაპირი მონაწილე.