სწრაფი ნავიგაცია

 

განათლება თანაშრომლები ქველმოქმედება  გარემო

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფუნდამენტური პრინციპებია: ცოდნა, ზრუნვა და ინოვაცია.

ჩვენთან კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობა სწორედ ზემოხსენებულ ღირებულებებზე დაყრდნობით − ცოდნა, ზრუნვა და ინოვაცია − ვითარდება. თითოეული მათგანი ჩვენი ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილია; ძირითადი საქმიანობისა და სოციალური დანიშნულების განმსაზღვრელი პრინციპი (ეკონომიკური და ფინანსური ცოდნის ხელშეწყობა, მეწარმეობა, სოციალური გავლენა და სხვ.)

კომპანიის დაარსებიდან დღემდე საქართველოს ბანკი აქცენტს აკეთებს განათლებასა და ცოდნაზე, როგორც გრძელვადიან წარმატებულ სტრატეგიაზე, რადგან ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ განათლებისა და ცოდნის მხარდაჭერა და მათი საქვეყნოდ გაზიარება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება.

როგორც პასუხიმსგებლობის მქონე კომპანია, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე, დასაქმებულებსა და საზოგადოებაზე და ჩვენ გარშემო ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას ვისახავთ მიზნად.

მსოფლიო სწრაფად იცვლება და სწორედ იმისთვის, რომ ფეხი ავუბათ ამ ტემპს მნიშნელოვანია ინოვაცია. პრობლემების გადაჭრის ახალი გზები და პოზიტიური გავლენა, რომელიც ინოვაციის დამსახურებაა, ჩვენი, ქართველი საზოგადოებისთვის უპირატესობების მომტანი იქნება.