სწრაფი ნავიგაცია

ვალუტის გაცვლა

ჩვენ გთავაზობთ 30-ზე მეტი უცხოური ვალუტის ყველა ტიპის ვალუტის გაცვლით ოპერაციებს კომერციული კურსებით. მსხვილი თანხებით უნაღდო ვალუტის გაცვლის შემთხვევაში საბითუმო კურსებით.

სავალუტო ფორვარდი

ვალუტის გაცვლითი ოპერაცია, წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსით, წინასწარ შეთანხმებული მომავლის ვალუტირების თარიღით, ან ვადაში(Option Dated Forward), ვალუტირების თარიღზე ანგარიშსწორებით, ან ანგარიშსწორების გარეშე (Non-Deliverable Forward). გაიგეთ მეტი

ფორვარდული ფასები

სავალუტო სვოპი

ორი ურთიერთსაპირისპირო ვალუტის გაცვლითი ოპერაცია, ერთი და იგივე თანხებით, წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსებით და განსხვავებული ვალუტირების თარიღებით. შესაბამისად, თუ პირველი ვალუტირების თარიღი არის მიმდინარე თარიღი ხოლო მეორე ფორვარდული თარიღი, პირველი ვალუტის გაცვლითი კურსი იქნება მიმდინარე კურსი, ხოლო მეორე ვალუტის გაცვლითი კურსი იქნება ფორვარდული კურსი

სავალუტო ოფციონი

ერთი ვალუტის სხვა ვალუტის სანაცვლოდ ყიდვის ან გაყიდვის უფლება, რომელიც აძლევს კლიენტს ვალუტის ყიდვის/გაყიდვის უფლებას და არა ვალდებულებას. ამავდროულად, ბანკი იღებს ვალდებულებას, კლიენტის მიერ გარიგებით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა ვალუტის ყიდვაზე/გაყიდვაზე წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსით, წინასწარ შეთანხმებულ დღეს (ევროპული ოფციონი), ან ვადაში (ამერიკული ოფციონი). გაიგეთ მეტი

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

თქვენი მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენას, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვას, შენახვასა და დაგირავების ოპერაციებს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს

მეორად ბაზარზე ყიდვა–გაყიდვის ფასები

საკონტაქტო ინფორმაცია

სახაზინო ოპერაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ სს ”საქართველოს ბანკის” ხაზინის დეპარტამენტს:
თბილისი 0160, გაგარინის ქ 29ა

 

 

ელ.ფოსტა: treasury@bog.ge
ტელეფონი: +995 32 2444 440
ფაქსი: +995 32 2444 246
Reuters Dealing: BOGE
Reuters Page: BOGE
Bloomberg Page: BOGE