სწრაფი ნავიგაცია

Express Bonus-ის მომსახურების პირობები

 

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სს „საქართველოს ბანკის“ (შემდგომში - ბანკი) მიერ Express Bonus დაგროვებითი პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) მომსახურების პირობებს.

1.    გამოყენებული ტერმინები

 

1.1.        კლიენტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც ბანკმა გადასცა MasterCard Debit და/ან MasterCard Standard უკონტაქტო პლასტიკური ბარათი (შემდგომში - Express Card).

1.2.        ბარათი - ბანკის მიერ დამზადებული Express Card-ი.

1.3.        Express ქულა (შემდგომში - ქულა) - პირობითი ერთეული, რომელსაც ბანკი პროგრამის ფარგლებში Express Bonus ანგარიშზე აღრიცხავს.

1.4.        Express Bonus ანგარიში - საბანკო ინფორმაციულ სისტემაში კლიენტის სახელზე გახსნილი არასაბანკო ანგარიში, რომელზეც ხდება ქულების აღრიცხვა.

1.5.        სერვისი - ქულების სანაცვლოდ პროგრამაში გაწევრიანებული კლიენტისთვის ხელმისაწვდომი სერვისი, რომელშიც შესაძლებელია დაგროვილი ქულების გადაცვლა (სამგზავრო ბალანსის შევსება, მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადების გადახდა, Exspress ქულების MR ქულებში გადაცვლა).

1.6.        სერვისის ნომინალური ღირებულება - სერვისის ღირებულება ქულებში რომელსაც ბანკი განსაზღვრავს ყოველი კონკრეტული სერვისისთვის.

1.7.        გადახდის ოპერაცია - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათით ჩატარებული ოპერაცია, რომლის დროსაც კლიენტმა შეიძინა ნივთი და/ან მომსახურება.

1.8.        Express Bonus პროგრამის მონაწილე (შემდგომში - პროგრამის მონაწილე) - ბანკის კლიენტი, რომელსაც გააქტიურებული აქვს Express Bonus პროგრამა.

1.9.        პრომო აქცია - ბანკის მიერ ორგანიზებული წამახალისებელი აქცია, რომლის დროსაც მოქმედებს ბანკის მიერ განსაზღვრული შეღავათები, გაიცემა დამატებითი ქულები და/ან საჩუქრები.

 

 

2.    პროგრამის ზოგადი აღწერა

 

2.1.        პროგრამის ფარგლებში, ბანკი საშუალებას აძლევს პროგრამის მონაწილეს, დააგროვოს ქულები გადახდის ოპერაციების ჩატარებისას, სადაც მას უფლება ექნება ამ ქულების გამოყენებით, მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი.

2.2.        გადახდის ოპერაციები, დარიცხული ქულების რაოდენობა, საჩუქრის შეკვეთის და მიღების წესები და პროგრამის სხვა პირობები განხილულია დოკუმენტის მომდევნო თავებში.

 

 

3.    პროგრამაში მონაწილეობა

 

3.1.  პროგრამაში გაწევრიანება შეუძლიათ:

3.1.1.         Express Card-ის მფლობელებს, რომელთა საბარათე ანგარიში არ არის დახურული და ბარათი არ არის ვადაგასული.

3.1.2.         კლიენტებს, რომელთა Express Card-ის ანგარიშ(ებ)ზე არ ირიცხება არაავტორიზებული ან ვადაგადაცილებული ოვერდრაფტის დავალიანება.

3.2.        პროგრამაში გაწევრიანება ხდება ავტომატურად ბარათის გააქტიურების დროს.

3.3.        კლიენტის სურვილისამებრ, პროგრამის შეჩერება/დეაქტივაცია ხდება კლიენტის განაცხადის საფუძველზე ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.

 

 

4.    Express Bonus ანგარიში

4.1.        პროგრამის ჩართვის თარიღში კლიენტს ეხსნება Express Bonus არასაბანკო ანგარიში, რომელზეც ბანკი ახდენს დარიცხული და ჩამოჭრილი ქულების აღრიცხვას.

 

 

5.    ქულების დარიცხვა

5.1.        ქულების დარიცხვისას, ბანკი ითვალისწინებს გადახდის მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომლებიც აუცილებელი წესით აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

5.1.1.         გადახდის ოპერაცია ჩატარებულია ძირითადი და/ან დამატებითი Express Card-ით.

5.1.2.         გადახდის ოპერაცია ჩატარებულია და საბანკო სისტემაში ასახულია პროგრამაში გაწევრიანების შემდეგ და პროგრამის შეჩერების/დეაქტივაციის თარიღამდე.

5.2.        Express Bonus ანგარიშზე ქულების დარიცხვა წარმოებს შემდეგი წესით: 10 (ათი) ქულა გადახდის ყოველი ოპერაციისთვის.

5.2.1.         ქულების ასახვა Express Bonus ანგარიშზე ხდება გადახდის ოპერაციის საბანკო სისტემაში ასახვიდან მომდევნო საბანკო დღეს.

5.2.2.         დამატებითი ბარათით ჩატარებული გადახდის ოპერაციების შესაბამისი ქულები აისახება ძირითადი ბარათის მფლობელის Express Bonus ანგარიშზე.

 

 

6.    ქულების დარიცხვა პრომო აქციების ფარგლებში

 

6.1.        ბანკს უფლება აქვს, ჩაატაროს პრომო აქციები (მათ შორის მესამე პირთა მონაწილეობით), რომელთა ფარგლებშიც მოხდება ქულების დარიცხვა მე-5 თავში აღწერილი სქემისგან განსხვავებული წესით.

6.2.        ბანკის გადაწყვეტილებით, პრომო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის ყველა მონაწილეები ან მათი გარკვეული კატეგორიები

6.3.        ბანკი თავად განსაზღვრავს:

6.3.1.         პრომო აქციის ხანგრძლივობას;

6.3.2.         პრომო აქციაში მონაწილეთა კატეგორიებს;

6.3.3.         გადახდის ოპერაციის დამატებით კრიტერიუმებს;

6.3.4.         პრომო აქციის ფარგლებში დასარიცხი ქულების რაოდენობას;

6.3.5.         პრომო აქციის ჩატარების სხვა პირობებს.

 

 

7.    ქულების გამოყენება

 

7.1.        პროგრამის მონაწილეს უფლება აქვს, გამოიყენოს Express Bonus ანგარიშზე არსებული ქულები მხოლოდ სერვისის მიღების მიზნით.

7.2.        პროგრამის მონაწილეს არ აქვს უფლება, გააჩუქოს, გაყიდოს ან სხვა რაიმე გზით გაასხვისოს მის Express Bonus ანგარიშზე არსებული ქულები.

7.3.        პროგრამის მონაწილეს უფლება აქვს, გადაცვალოს ქულები მისთვის სასურველ სერვისში, თუ შესრულდება შემდეგი აუცილებელი პირობები:

7.3.1.         ბარათის ანგარიშზე არ ირიცხება ვადაგადაცილებული და/ან არაავტორიზებული ოვერდრაფტის დავალიანება.

7.3.2.         ბარათის ანგარიში არ არის დახურული.

7.3.3.         Express Card-ის ანგარიშზე მიბმული ბარათებიდან ერთ-ერთი Express Card-ი მაინც არის აქტიური.

7.3.4.         პროგრამის მონაწილეს Express Bonus ანგარიშზე აქვს ქულების საკმარისი რაოდენობა სერვისში გადასაცვლელად.

7.4.        ბანკი თავად განსაზღვრავს სერვისების ჩამონათვალს, რომლებზეც პროგრამის მონაწილეს შეუძლია ქულების გადაცვლა.

7.5.        ბანკი თავად განსაზღვრავს ყოველი სერვისის ნომინალურ ღირებულებას.

7.6.        სერვისების ჩამონათვალი და მათი ნომინალური ღირებულებები მოცემულია საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე, ExpressPay-ს თვითმომსახურების ტერმინალსა და Express Online-ის პლატფორმაზე. ბანკს უფლება აქვს კლიენტის შეტყობინების გარეშე ნებისმიერ დროს შეცვალოს არსებული სერვისების ჩამონათვალი და მათი ნომინალური ღირებულებები.

7.7.        თუ ბეჭდურ მასალებში მითითებული სერვისების ჩამონათვალი და მათი ნომინალური ღირებულებები არ ემთხვევა ExpressPay-ს თვითმომსახურების ტერმინალსა და Express Online-ში არსებულ ჩამონათვალს/ნომინალურ ღირებულებებს, ბანკმა და პროგრამის მონაწილემ უნდა იხელმძღვანელონ ExpressPay-ს თვითმომსახურების ტერმინალსა და Express Online-ში არსებული ჩამონათვალით.

7.8.        ბანკს უფლება აქვს, სერვისების და მათი ნომინალური ღირებულებების შესახებ ინფორმაცია კლიენტს მიაწოდოს ბანკისთვის მისაღები ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე საშუალების გამოყენებით. ესენია:

7.8.1.         ელექტრონული ფოსტა;

7.8.2.         მოკლე ტექსტური შეტყობინება;

7.8.3.         ExpressPay-ს თვითმომსახურების ტერმინალი;

7.8.4.         Express Online-ი.

 

 

8.    ქულების ჩამოჭრის ცალმხრივი უფლება

 

8.1.        ბანკს უფლება აქვს, ექვივალენტით ლარებში ჩამოაჭრას ქულები პროგრამის მონაწილეს Express Bonus შესაბამისი ანგარიშიდან, თუ:

8.1.1.         ბანკმა შეცდომით ჩარიცხა ქულები პროგრამის მონაწილის Express Bonus ანგარიშზე.

8.1.2.         კლიენტმა ბანკში დადგენილი წესით გაასაჩივრა ძირითადი და/ან დამატებითი ბარათით ჩატარებული გადახდის ოპერაცია, რომელზეც მას დაერიცხა ქულები.

8.1.3.         გადახდის ოპერაცია არ აკმაყოფილებს 5.1 ქვეპუნქტში მითითებულ ერთ-ერთ პირობას მაინც.

8.2.        8.1 ქვეპუნქტში აღწერილი შემთხვევების დადგომისას, ქულების ჩამოჭრა ხდება სამუდამოდ.

 

 

9.    ინფორმაცია Express Bonus ანგარიშზე არსებული ქულების შესახებ

9.1.        Express Bonus ანგარიშზე არსებული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების შეშვეობით:

9.1.1.         ბანკის ნებისმიერი სერვის ცენტრი;

9.1.2.         სატელეფონო ცენტრი;

9.1.3.         Express Online-ი;

9.1.4.         ExpressPay-ს თვითმომსახურების ტერმინალი;

9.1.5.         ბანკომატი.

 

 

10.  პროგრამის შეჩერება

 

10.1.     ბარათის ანგარიშზე ვადაგადაცილებული და/ან არაავტორიზებული ოვერდრაფტის დაფიქსირების მომენტიდან პროგრამა ითვლება შეჩერებულად, რაც გულისხმობს, რომ:

10.1.1.      შეუძლებელი ხდება საჩუქრის შეკვეთა;

10.1.2.      არ ხდება ქულების დაგროვება.

10.2.     პროგრამა გააქტიურდება ვადაგადაცილებული დავალიანების სრულად დაფარვიდან მომდევნო საბანკო დღეს.

 

 

11.  პროგრამის დეაქტივაცია

 

11.1.     პროგრამის დეაქტივაცია მოხდება:

11.1.1.      კლიენტის სურვილის შემთხვევაში, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, განაცხადის საფუძველზე;

11.1.2.      ბარათის ანგარიშის ნებისმიერი მიზეზით დახურვის შემთხვევაში;

11.1.3.      საბანკო მომსახურების პირობების დარღვევის შემთხვევაში;

 

 

12.  განსაკუთრებული პირობები

 

12.1.     პროგრამის მონაწილის მიერ ქულებში გადაცვლილი სერვისით სარგებლობის უფლება არ შეიძლება იყოს გადაცემული მესამე პირზე.

12.2.     ბანკი არ აგებს პასუხს პროგრამის მონაწილის მიერ მიღებული სერვისის ხარისხზე, სისრულეზე და სხვა ნაკლოვანებებზე. სერვისის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიით პროგრამის მონაწილემ უნდა მიმართოს სერვისის მომწოდებელ პროვაიდერს.

12.3.     ბანკი არ აგებს პასუხს, თუ პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს სერვისის გაწევას.

12.4.     ბანკს უფლება აქვს, პროგრამაში მონაწილე სერვისის გამწევ პროვაიდერს გადასცეს კლიენტის პირადი ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია მოითხოვება პროგრამაში მონაწილე კლიენტის ცალსახა იდენტიფიკაციისთვის. ეს შეიძლება იყოს: სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის მონაცემები.

12.5.     მხარეები თანხმდებიან, რომ პროგრამის მონაწილის მიერ ქულების მიღების შედეგად წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის გადახდას და ადმინისტრირებას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, შეასრულებს ბანკი.