საქართველოს ბანკი საქართველოს წამყვანი ბანკია, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს.
საქართველოს ბანკი საქართველოში უმსხვილესი ბანკია აქტივების (35.6% საბაზრო წილი), მთლიანი სესხებისა (34.5% საბაზრო წილი) და კლიენტთა დეპოზიტების (35.6% საბაზრო წილი) მიხედვით.
საქართველოს ბანკს აქვს 156 სერვისცენტრი და 409 ბანკომატი რომელიც ფიზიკური პირების 1,115,258 და კორპორაციული კლიენტების 192,700-ზე მეტ მიმდინარე ანგარიშს ემსახურება.
2006 წელს საქართველოს ბანკი გახდა პირველი კომპანია საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც საკუთარი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით განათავსა, ხოლო 2012 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს ბანკი უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგშია.
საქართველოს ბანკის აქციების დაახლოებით 95% თავისუფალ მიმოქცევაშია. ბანკის აქციებს ფლობენ წამყვანი დასავლური ინსტიტუციონალური ინვესტორები.
საქართველოს ბანკი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: S&P: 'B/B'; Moody’s: 'B1/NP' (FC) & 'Ba3/NP' (LC); FitchRatings: 'B+/B'.
საქართველოს ბანკი საერთაშორისოდ აღიარებული ბანკია. მას მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო.
2008, 2009 და 2010 წლებში საქართველოს ბანკმა მიიღო "Global Finance"-ის ჯილდო – ,,საქართველოში საუკეთესო ბანკი".
ზედიზედ ექვსჯერ – 2005, 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი გამოცემის, "Euromoney"-ს, ჯილდო წარჩინებისათვის – „საქართველოს საუკეთესო ბანკი".
2005, 2006, 2008 და 2009 წლებში Financial Times Business Ltd-ს გამოცემა "The Banker"-ის ჯილდო – „საქართველოს წლის ბანკი“.
*ყველა მონაცემი გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2011 წლის ივნისის მდგომარეობით.