სწრაფი ნავიგაცია

14 დეკემბერი
2015
საქართველოს ბანკი-საუკეთესო ბანკი ახლა უკვე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
გამოცემა "The Banker"-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკის წოდებით დააჯილდოვა.
 
საქართველოს ბანკს უკვე აქვს საქართველოში საუკეთესო ბანკის წოდება და ამიერიდან პირველი კომპანიაა რეგიონიდან, რომელმაც მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში აღნიშნული ჯილდო.
 
ინგლისური გამოცემა "The Banker" 1926 წლიდან არსებობს. მისი მფლობელია The Financial Times-ი და მისი ჯილდო ყველაზე პრესტიჟულია საბანკო ინდუსტრიაში. The Banker-ის ჯილდოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა წამყვან კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, მათი მიღწევების აღსანიშნავად.