სწრაფი ნავიგაცია

06 თებერვალი
2017
საქართველოს ბანკის sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა
საქართველოს ბანკის sCool Card-ს რომელიც მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია საერთაშორისო პროდუქტად აღიარეს. ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) sCool card-ს ერთი წლის ვადით, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის ლოგო მიანიჭა. ამასთან,  საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი sCool card-ი, საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) მიერ, ხუთ საუკეთესო პროდუქტს შორის დასახელდა, კატეგორიაში - „საბავშვო მეგობრული საბანკო ბარათი“ და გადაეცა „The Global Inclusion Award 2016“ -ის ჯილდო.
 
საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) წევრები არიან 132 ქვეყნიდან - როგორც ბანკები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.  ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს, ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, ფინანსური და სამეწარმეო უნარების კუთხით. ასევე, ადრეულ ასაკშივე მოხდეს მათთვის ფინანსური განათლების მიწოდება, ისეთ თემებზე, როგორიც არის ფულის შეგროვება და მიზანმიმართული ხარჯვა.