სწრაფი ნავიგაცია

29 დეკემბერი
2017
ინფორმაცია ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის შესახებ

ძვირფასო მომხმარებლებო, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და გაცნობებთ, რომ საახალწლო დღეებში შეუზღუდავად იმუშავებს საქართველოს ბანკის ელექტრონული არხები: ინტერნეტბანკი, მობილბანკი, საქართველოს ბანკის გადახდის აპარატები, Digipass და TSKAPP აპლიკაციები, ბანკომატები და სატელეფონო ცენტრი. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ 1-ლ, 2 და 7 იანვარს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები არ იმუშავებს.

კვირას, 31 დეკემბერს სტანდარტული სერვისცენტრებისთვის ასევე არასამუშაო დღეა, ხოლო 24 საათიანი სერვისცენტრები მომხმარებელს 18:00 სთ-მდე მოემსახურება.

სამუშაო პროცესი განახლდება 3 იანვრის 10:00 სთ-დან.