სწრაფი ნავიგაცია

15 მარტი
2018
"გლობალური ფულის კვირეული"

საქართველოს ბანკი უერთდება პროექტს "გლობალური ფულის კვირეული", რომელიც ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით. „გლობალური ფულის კვირეულის“ მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება.

წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია“ (Money Matters Matter) და ის 12-18 მარტის კვირაში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, 14-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრეინინგები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.