სწრაფი ნავიგაცია

12 ივნისი
2018
საქართველოს ბანკი ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ სერვისს ნერგავს.

ბიზნესის დაწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციის განაცხადის მიღებას ბანკის სერვისცენტრებში განახორციელებს. 18 ივნისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება რამდენიმე სერვისცენტრში, ხოლო 1 ივლისიდან - მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შპს-ის რეგისტრაციისას, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გახსნათ საბანკო ანგარიში და პირველი 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოთ SMS ბანკისა და ინტერნეტბანკის მომსახურებით. ასევე, მიიღოთ უნიკალური ბარათი Cash Card-ი, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა. 

სტანდარტული რეგისტრაციის საფასურს არ გადაიხდის პირველი 1000 დარეგისტრირებული ინდ. მეწარმერეგისტრაციის საფასურს საქართველოს ბანკი დაფარავს. საფასურის გადახდა მხოლოდ დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში იქნება საჭირო.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს ნომერზე 032 2 444444.

მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.