სწრაფი ნავიგაცია

სტანდარტული მიმდინარე ანგარიში მულტისავალუტო ანგარიშია, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ისარგებლოთ საბანკო ოპერაციების სრული პაკეტით:

  • ნაღდი თანხის შეტანა-გაცემა
  • ჩარიცხვა-გადარიცხვა
  • კონვერტაცია

სტანდარტული ანგარიშის გახსნის პირობები:

  • ანგარიშის გახსნა ფასიანია და ღირს 10 ლარი;
  • ანგარიშის მომსახურების საკომისიო შეადგენს თვეში 1.5 ლარს;
  • მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ სერვისცენტრში, სადაც ანგარიში გაიხსნა;
  • სტანდარტულ ანგარიშს პლასტიკური ბარათი არ მოჰყვება.

გახსენით სტანდარტული ანგარიში და ისარგებლეთ ავტომატური გადახდებით, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ანგარიშიდან დაფაროთ ყველა კომუნალური გადასახადი.