სწრაფი ნავიგაცია

შეღავათიანი აგროკრედიტი თქვენი  ბიზნესის მხარდასაჭერად!


საქართველოს ბანკი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო წარმოგიდგენთ თქვენს ბიზნესმიზნებზე მორგებულ შეღავათიან აგროკრედიტს:



 სესხის ვალუტა : ლარი (მხოლოდ ეროვნული ვალუტა)

  სესხის მოცულობა : 20 000 – 1 500 000 ლარი;

 წლიური საპროცენტო განაკვეთი: 5%-მდე

 სააგენტოს თანადაფინანსება: 11%;

 უზრუნველყოფა – ნებისმიერი სახის უძრავი ან მოძრავი ქონება, ძვირფასეულობა, თავდებობა

 


ჩვენ დაგიფინანსებთ:


ძირითად საშუალებებს:

  • მემცენარეობისა და მეცხოველეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის, სანაშენე, პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველებისა და თევზების შეძენას;
  • სათბურების, თევზების ავზებისა და ტბორების აშენება-მოწყობას;
  • სარწყავი სისტემების მოწყობა-შეძენას;
  • სათბურებისა და სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის შეძენა-მონტაჟს;
  • წყლის, დენის, ბუნებრივი აირისა და კანალიზაციის ქსელებთან სათბურების, ავზების, ტბორებისა და სამეურნეო შენობების მიერთებას;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისთვის ღობის მოწყობას (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე);
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, შენობებისა და სათბურების, მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) რემონტს და სხვ.
     

გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნას ან არსებულის განახლებას:

  • ხორცის, თევზის, რძის, ხილის, ბოსტნეულის, კენკრის, კაკლისა და თხილის  გადამუშავებას;
  • ალკოჰოლური სასმელების, მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს), ხალვის, მატყლის, ტყავის, ბეწვეულის, თამბაქოს, ეთერზეთების, სუნელების,   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოებას;
  • ჩაის წარმოება-დაფასოებას;
  • მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოებას, შეგროვებას, დაფასოებას და სხვ.
     

ინფრასტრუქტურული ახალი საწარმოების შექმნას ან არსებულის განახლებას:

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობებისა და მარცვლეულის საშრობების შეძენა-განახლებას;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახ სამაცივრე მეურნეობებს;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების, ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების, ღვინისთვის ქვევრების წარმოებას და სხვ.
     

ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნას ან არსებულის განახლებას:

  • მეცხოველეობის, მეფრინველეობის, ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმის შეძენა-განახლებას;
  • ფრინველების საჩეკ მეურნეობებს;
  • თევზების, სათბურებისა და სხვა დახურული გრუნტის წარმოებას; 
  • საჩითილეების, სანერგეების შეძენას და სხვ.

 

ისარგებლეთ შეღავათიანი აგროკრედიტით, მიიღეთ უპრეცედენტოდ იაფი საკრედიტო რესურსი, აქციეთ თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მსხვილ ბიზნესად  და თქვენი ძირითადი შემოსავლის წყაროდ!

 

 

ბიზნესისთვის

ანგარიშის წარმოება სტანდარტული პირობები სახელფასო პროგრამა ბიზნესბარათები ანაბრები სესხები აგროსესხი საბანკო გარანტიები დოკუმენტური ოპერაციები ფაქტორინგი დისტანციური საბანკო პროდუქტები სახაზინო ოპერაციები ლიზინგი საგადამხდელო სისტემა საბანკო ჩეკი