სწრაფი ნავიგაცია

ბიზნესის წარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. ამ რისკების შემცირების მიზნით ჩვენ გთავაზობთ საბანკო გარანტიებს, რაც თქვენი ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა.

საბანკო გარანტიები გამოიყენება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბიზნესსა და სხვა საქმიანობებში. გარანტიები არის რისკის ჰეჯირების ეფექტური საშუალება ექსპორტიორებისთვის, იმპორტიორებისა და ვაჭრობის სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. „საქართველოს ბანკი“ გასცემს გარანტიებს ბენეფიციარის სასარგებლოდ კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე (პრინციპალი) და ახორციელებს გადახდას ბენეფიციარის მიერ სათანადო მოთხოვნის  დადგენილ ვადაში წარდგენისა და გარანტიის ყველა პირობა/დებულების შესაბამისად.

საბანკო გარანტიის სტანდარტული და ხშირად გავრცელებული ფორმები:

  • სატენდერო გარანტია
  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია
  • საავანსო გადახდის გარანტია
  • გადახდის გარანტია
  • საგარანტიო ვალდებულებების გარანტია
  • საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტია (ყოფილი საბაჟო)
  • სარეზერვო (სტენდბაი) აკრედიტივი (SBLC) და ა.შ.

ბიზნესისთვის

ანგარიშის წარმოება სტანდარტული პირობები სახელფასო პროგრამა ბიზნესბარათები ანაბრები სესხები აგროსესხი საბანკო გარანტიები დოკუმენტური ოპერაციები ფაქტორინგი დისტანციური საბანკო პროდუქტები სახაზინო ოპერაციები ლიზინგი საგადამხდელო სისტემა საბანკო ჩეკი