გთავაზობთ საქართველოს ბანკის პოსტერმინალებით მომსახურებას საგადამხდელო სისტემის ფარგლებში, რაც დაგეხმარებათ:
- დაზოგოთ ხარჯები;
- გაზარდოთ გაყიდვები და მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები;
- თქვენს შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს;
- გაიმარტივოთ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პროცედურები;
ჩვენთან პარტნიორობის უპირატესობები:
- მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებში არის შესაძლებელი ყველა ტიპის ბარათით გადახდა: VISA, MasterCard, American Express (ექსკლუზიურად 2009 წლიდან) და Diners Club/Discovery (ექსკლუზიურად 2011 წლიდან);
- საქართველოში არსებული ბარათების დაახლოებით 60-65% საქართველოს საპროცესინგო ცენტრის მიერ არის ემიტირებული (1,5 მლნ-ზე მეტი VISA/MasterCard და 107 ათასზე მეტი American Express ბარათი), რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ხარჯები;
- საჭროების შემთხვევაში ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებთ 24 საათის განმავლობაში;
- ჩვენს ქსელში გაერთიანებულია 3000-ზე მეტი საშუალო თუ მსხვილი ორგანიზაცია, რაც პოსტერმინალებით მოსარგებლე კომპანიების 80%-ზე მეტს შეადგენს;
- ბანკი თავის პარტნიორ სავაჭრო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს. შედეგად, ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების დახმარებით იგზავნება მომხმარებელთან – საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებთან. აქციების შედეგად სავაჭრო ობიექტებს ეზრდებათ ტრანზაქციების მოცულობა და ეძლევათ შესაძლებლობა მოიზიდონ ახალი მომხმარებლები.