სწრაფი ნავიგაცია

"საქართველოს ბანკის" ინტერნეტბანკის მომსახურების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერ დროს ბანკში მიუსვლელად შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიშები და შეასრულოთ თქვენთვის სასურველი ოპერაციები.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი კომპანიისათვის ინტერნეტბანკის მომსახურების სისტემის რეგისტრაციას, ტექნიკურ მომსახურებასა და ასევე უფლებამოსილი პერსონალისთვის საჭირო ტრენინგის ორგანიზებას.

"საქართველოს ბანკი" იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას.

ინტერნეტბანკის დახმარებით თქვენ შეძლებთ:

  • გადარიცხვასა და კონვერტაციების ოპერაციების განხორციელებას;
  • საგადასახადო დავალებების სპეციალურ პაკეტებში გაერთიანებასა და ერთი ხელმოწერით დამოწმებას (მაგალითად, ხელფასების გადარიცხვის დროს);
  • ინფორმაციის მიღება/გაგზავნას 24 საათის განმავლობაში;
  • ელექტრონული გასაღების ფორმირებისა და შიფრაციისთვის საჭირო საშუალებებით სარგებლობას; 
  • ბანკში გაგზავნილი საგადასახადო დავალებების შესრულების სტატუსის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას;
  • საქართველოში გავრცელებული საბუღალტრო პროგრამებიდან (ORIS და GSS SUPERFIN) საგადასახადო საბუთების იმპორტირებას;
  • საბანკო ანგარიშებიდან ნაერთი ამონაწერების მიღებას;
  • საბანკო ცნობარებისა და მსოფლიოს ბანკების SWIFT კოდების მუდმივად განახლებადი ბაზით სარგებლობას

www.ibank.ge

 

ფასები:

  • ინტერნეტბანკი ღირებულება: თვეში 5 ლარი
  • დიჯიპასის ღირებულება: 40 ლარი (მოწყობილობას გააჩნია 4-წლიანი საგარანტიო პერიოდი)

 

ავტორიზაციის მეთოდების გამოყენების წესი

დიჯიპასის გამოყენების წესი

ბიზნესისთვის

ანგარიშის წარმოება სტანდარტული პირობები სახელფასო პროგრამა ბიზნესბარათები ანაბრები სესხები აგროსესხი საბანკო გარანტიები დოკუმენტური ოპერაციები ფაქტორინგი დისტანციური საბანკო პროდუქტები სახაზინო ოპერაციები ლიზინგი საგადამხდელო სისტემა საბანკო ჩეკი